მშობლების არასწორი დამოკიდებულება

ფრთიანი ფრაზა:

"ამისგან მსოფლიო ჩემპიონი მაინც ვერ დადგება, მაგრამ მაინც იაროს" - ან უკეთეს შემთხვევაში "გამოვა ამისგან რამე? " (ირონიული ღიმილნაკრავი სახით) 

რას ეუბნებით ამით ბავშვებს? რომ ისინი არიან სუსტები და წყლის ნაყვაა მათი ვარჯიშზე სიარული. ჩანასახშივე  უკლავთ თვითრწმენის, წარმატების და მიზნების მიღწევის შანსს. დაგყავთ მათი თვითშეფასება ნულზე დაბლა და მერე გიკვირთ რატომ არის ლუზერი!

გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს, მოტივირებას  და განწყობის შექმნას შეუძლია მათი ცხოვრების გზის განსაზღვრა, დიდწილად!