პროექტი "ზანშინი" გახლავთ 13 დან 18 წლამდე, ყავისფერ ქამრიანთა კლუბი, სადაც გაწევრიანებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ ყავისფერი ქამრის მფლობელი მოზარდები. "ზანშინ" იაპონური სიტყვაა და ნიშნავს - უწყვეტი მზადყოფნის მდგომარეობას. კლუბის შექმნა მიზნად ისახავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ფიზიკურად, შინაგანად და ინტელექტუალურად ძლიერი ბავშვების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სახელწოდებიდან გამომდინარე, კლუბის წევრებს აღებული აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ იყვნენ უფრო ძლიერები, განსხვავებულები და სამაგალითოები. კლუბი მუდმივად ჩართული იქნება სხვადასხვა ფიზიკურ, ინტელექტუალურ თუ სოციალურ აქტივობებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება განვითარების საშუალებას მისცემს მოზარდებს და მათი წარმატება და მაგალითები დიდი სტიმული იქნება სხვა, უფრო დაბალი ხარისხის მქონე ბავშვებისთვის. კრიტერიუმები გუნდში გასაწევრიანებლად:
1. საჭიროა გქონდეს მინიმუმ ყავისფერი ქამარი.
2. საჭიროა იყო მინიმუმ 12 წლის.
3. საჭიროა იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი.
4. საჭიროა იყო ნამყოფი მინიმუმ ორ საზაფხულო შეკრებაზე.
5. საჭიროა ფლობდე ინგლისურ (ან სხვა რაც მშობლიური არ არის) ენას. გაწევრიანებისთვის საჭიროა შეავსოთ ანკეტა. გაწევრიანების შემდეგ, გადმოგეცემათ Team Zanshin -ში წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გუნდის წევრები:
1. სანდრო როგავა (გუნდის ლიდერი)
2. ერეკლე ამაღლობელი (გუნდის კო-ლიდერი)
3. შოთა ღორჯომელაძე (გუნდის კო-ლიდერი)
4. თაზო სუდაძე (გუნდის წევრი)
5. ნიკოლოზ გუჯაბიძე (გუნდის წევრი)
6. იოანე ხაზარაძე (გუნდის წევრი)
7. დათო ჭიჭაღუა (გუნდის წევრი)
8. გეგი გოგიშვილი (გუნდის წევრი)
9. ანდრია კალანდაძე (გუნდის წევრი)
10. იოსი ელიშაკოვი (გუნდის წევრი)
11. ზუკა ჩარგაზია (გუნდის წევრი)
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved